შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან ელანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩიღო, ახმეტის რაიონი. დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1961-1999წწ. მუშაობდა ი. გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში სხვადასხვა სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე; 1999 წლიდან იქვე ხელმძღვანელობს ისტორია სამართლისმცოდნეობის ფაკულტეტს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურს; პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ეწევა სამეცნიერო საქმიანობას; მისი კვლევის საგანია თუშეთისა და კახეთის ისტორიის საკითხები; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1999). ვალერიან ელანიძის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა განთავსდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.613; mtisambebi.ge; tesau.edu.ge; mtavariarchevani. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |