The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თადეევი

დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1926  (97 წლის)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სამხრეთ ოსეთის ასსრ.

დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი და ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(საგუნდო-სადირიჟორო).

სწავლობდა საქართველოს სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში; შემდეგ იყო ამ ანსამბლის წევრი, 1943-1966წწ. წამყვანი მოცეკვავე; 1948-1955წწ. ჯავის კულტურის სახლის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ცხინვალის კულტურის სახლის დირექტორი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1957 წლიდან საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი); მრავალი წელი  ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ცხინვალის მუსიკალურ სასწავლებელში; შესრულებული ცეკვები: "სიმდი", "ხონგა-ქაფთი"; მისი დადგმები: "შრომის ცეკვა", "მხედრული", "ცეკვა ხმლებით"; ოსური და ქართული ცეკვების ვირტუოზული შემსრულებელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 190

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1959 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: