Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი თადეევი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სამხრეთ ოსეთის ასსრ. დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტი და ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია(საგუნდო-სადირიჟორო). სწავლობდა საქართველოს სამხრეთ ოსეთის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლთან არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიაში; შემდეგ იყო ამ ანსამბლის წევრი, 1943-1966წწ. წამყვანი მოცეკვავე; 1948-1955წწ. ჯავის კულტურის სახლის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, ცხინვალის კულტურის სახლის დირექტორი, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ხელმძღვანელი; 1957 წლიდან საქართველოს ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მოცეკვავე (ხელმძღვანელები ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი); მრავალი წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ცხინვალის მუსიკალურ სასწავლებელში; შესრულებული ცეკვები: "სიმდი", "ხონგა-ქაფთი"; მისი დადგმები: "შრომის ცეკვა", "მხედრული", "ცეკვა ხმლებით"; ოსური და ქართული ცეკვების ვირტუოზული შემსრულებელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 190 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |