შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იულია თავართქილაძე-კლებანსკაია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი; მუსიკალური განათლება მიიღო: ივანე ფალიაშვილი - დირიჟორობა, ზაქარია ფალიაშვილი - პარტიტურის კითხვა, ლევან ფალიაშვილი - მუსიკის თეორია; 1932-1933წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; სადირიჟორო დებიუტი: გუნო "ფაუსტი" (1933, თბილისის ოპერის თეატრი); 1935-1936წწ. მოსკოვის დიდი თეატრის დირიჟორი; ერთხანს მოღვაწეობდა პოლონეთში; ქართული რეპერტუარი: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"; სხვა რეპერტუარი თბილისის და მოსკოვის დიდ თეატრში: გუნო "ფაუსტი", ბიზე "კარმენი", ვებერი "ობერონი". წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |