The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იულია თავართქილაძე-კლებანსკაია

ოფიციალური სახელი:იულია კლებანსკაია
დაბადების თარიღი:15 ივლისი, 1902
გარდაცვ. თარიღი:იანვარი, 1992  (89 წლის ასაკში)
კატეგორია:დირიჟორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი პირველი დირიჟორი ქალი; მუსიკალური განათლება მიიღო: ივანე ფალიაშვილი - დირიჟორობა, ზაქარია ფალიაშვილი - პარტიტურის კითხვა, ლევან ფალიაშვილი - მუსიკის თეორია; 1932-1933წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი; სადირიჟორო დებიუტი: გუნო "ფაუსტი" (1933, თბილისის ოპერის თეატრი); 1935-1936წწ. მოსკოვის დიდი თეატრის დირიჟორი; ერთხანს მოღვაწეობდა პოლონეთში; ქართული რეპერტუარი: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"; სხვა რეპერტუარი თბილისის და მოსკოვის დიდ თეატრში: გუნო "ფაუსტი", ბიზე "კარმენი", ვებერი "ობერონი".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191


გააზიარე: