შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დიმიტრი თავაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ზემოხეთი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1930 წელს (ფერწერა, გრაფიკა). 1927-1930წწ. იყო თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორის თანაშემწე, 1930-1948წწ. მხატვარი, 1948-1976წწ. მთავარი მხატვარი, 1976-1990წწ. დამდგმელი მხატვარი; სპექტაკლები გააფორმა აგრეთვე დრამატულ თეატრებში: კიევი, მოსკოვი, ბაქო, კიროვობადი, დაღესტანი; ქართული სპექტაკლები, ოპერები: ზ. ფალიშვილი "აბესალომ და ეთერი", რ. გაბიჩვაძე "ნანა"; მუსიკალური კომედიები: ნ. გუდიაშვილი "შეხვედრა აგარაკზე" (1950), მისივე "საჩუქარი"(1951), შ. მილორავა "ერთხელ გაზაფხულზე" (1951), "დალი" (1956), "უცნაური სტუმრები" (1960), "საბედისწერო ოპერაცია" (1968), რ. ლაღიძე "მეგობრები" (1950), "კომბლე" (1957), ა. შავერზაშვილი "ნინო" (1967); პიანისტ რევაზ თავაძის მამა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |