შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ციცი თავხელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1964 წელს (საფორტეპიანო), პარალელურად ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ინგლისური ენა). 1962 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (სავალდებულო ფორტეპიანო), 2004 წლიდან პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის აკადემიკოსი, დოქტორი; ქართული რეპერტუარი: ა. ბალანჩივაძის, ნ. გაბუნიას, ნ. გიგაურის, ო. თაქთაქიშვილის, რ. კემულარიას, შ. მშველიძის, ს. ჟვანიას, რ. ქარუხნიშვილის, გ. ყანჩელის, კ. ჩუხრუკიძის, ზ. ხაბალოვას საფორტეპიანო ნაწარმოებები. პიანისტი. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მუსიკის აღქმის პრობლემები. სტილის გრძნობის თავისებურებანი", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.52; თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |