The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთანდილ თათარაძე

ავთანდილ თათარაძე
დაბადების თარიღი:16 მარტი, 1919
გარდაცვ. თარიღი:15 მაისი, 1998  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური უნივერსიტეტი 1933 წელს.

იყო ჯ. ბაგრატიონის ცეკვის ანსამბლის წევრი; 1937-1955წწ. საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრი; ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის დაარსების ერთ-ერთი მოთავე; ქართული ცეკვის უძველესი ნიმუშების მომძიებელი, შემკრები, ჩამწერი, მკვლევარი; იწერდა აგრეთვე ტრადიციის, წესჩვეულებების, დღესასწაულების, თამაშობების ნიმუშებს; მისი დადგმული ცეკვები: "ქუდმარაობა", "იხინჭობა", "წართმევია", "კოხინჯრობა", "ბერიკაობა", "სახუმარო–სატრფიალო", "ფშაველ ქალთა ლხინი", "პატარა მწყემსები", "თამარ–დედოფალ", "კინტოური", "სვანური ფერხულების სიუიტა"; შექმნა ცეკვის ჩაწერის სისტემა; აღზარდა მრავალი მოცეკვავე.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 191; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.102

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული აკადემია, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: