შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლელა ავიძბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურა 2011 წელს; იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის აფხაზურენოვანი საინფორმაციო პროგრამა "მთავარის" წამყვანი და რედაქტორი, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტთან არსებული რადიო "ჰარას" თანამშრომელი. იყო საქართველოს მთავრობის პრეს-სპიკერი. არის წიგნის "ვეფხისტყაოსანი -აფორიზმები" ორენოვანი გამოცემის სარედაქციო ჯგუფის წევრი (2024). ფილოლოგიის დოქტორი. სადისერტაციო თემა - "ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიასთან დაკავშირებული ლექსიკა აფხაზურ ენაში", დაიცვა 2012 წელს. წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.120 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |