შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზაზა ელაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჯუგაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1957 წელს. 1957-1963წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. მელიქიშვილის სახელობის ფიზიკისა და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში; 1963 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში(შეთავსებით); მისი შრომები ეხება თხევად კრისტალებში სპირალური სტრუქტურის ინდუცირების მიზნით ოპტიკურად აქტიური ნივთიერებების სინთეზს და ფოტოქიმიურად მდგრადი თერმომგრძნობიარე სისტემის სპექტროსკოპულ შესწავლას; გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი; ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (2002). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.614; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.270 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |