The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ელბაქიძე

მიხეილ ელბაქიძე
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1931  (92 წლის)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ელბაქიანი, ქარელის რაიონი.

დაამთავრა თბილისის მეტალურგიული ტექნიკუმი 1951 წელს; კიევის საერთო სჯარისო სასწავლებელი 1955 წელს; მ. ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია 1965 წელს.

1955-1962წწ. მსახურობდა ბალტიისპირეთის სამხედრო ოლქში; 1965 წლიდან მეთაურობდა კარპატისპირეთის სამხედრო ოლქის მოტომსროლელ ბატალიონს, 1967 წლიდან პოლკს; 1952-1976წწ. მუშაობდა დივიზიის შტაბის უფროსად; 1984-1992წწ. იყო საქართველოს სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი; 1992-1994წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მრჩეველი; 1994 წლიდან თადარიგშია; მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები; გენერალ-მაიორი (1982), გენერალ-ლეიტენანტი (1988).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.615


გააზიარე: