The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არკადი ელბაქიძე

არკადი ელბაქიძე
სხვა სახელი:აგორდი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1879
გარდაცვ. თარიღი:13 სექტემბერი, 1919  (40 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

1906 წლიდან რუსეთის პირველი რევოლუციის დროს გლეხთა შეიარაღებულ გამოსვლებში მონაწილეობის გამო ორჯერ იყო დაპატიმრებული, მაგრამ ორჯერვე გაიქცა; 1912 წელს ნოვოჩერკასკში ჩადენილი დანაშაულის გამო (ე. წ. ექსპროპრიაციაში მონაწილეობა) სამუდამო პატიმრობა მიესაჯა; 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა.  მონაწილეობა მიიღო ბოლშევიკთა მიერ ინსპირირებულ გლეხთა გამოსვლებში; ამის გამო საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ გაასახლა ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც თერგის საბჭოთა რესპუბლიკის საგანგებო კომისიაში მუშაობდა; რუსეთის მოხალისეთა სარდლობასთან ურთიერთიბის გამწვავებისა და პროვოკაციის მიზნით 1919 წლის 13 სექტემბერს მან ყუმბარა ესროლა თბილისში ვერის დაღმართზე მიმავალ გენერალ-ლეიტენანტ ი. ოდიშელიძის ავტომანქანას, რომელშიც იჯდა კავალერიის გენერალი ნ. ბარათაშვილი (ბარათოვი); იგი მოხალისეთა არმიის სარდლის, გენერალ ა. დენიკინის სახელით სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებდა საქართველოს მთავრობასთან; ამ აქტის შედეგად გენერალი ბარათაშვილი და გენერალი ოდიშელიძე დაიჭრნენ; ტერორისტმა მიმალვა სცადა, მაგრამ საპასუხო სროლის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი მდინარე მტკვარში ჩავარდა და დაიღუპა. ბოლშევიკი, ტერორისტი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.614; archive.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1928 - წითელი დროშის ორდენი (გარდაცვალების შემდგომ)

გააზიარე: