The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი

მაია ჩიგოევა-ცაბოშვილი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1966  (57 წლის)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით.

მონაწილეობდა პროექტებში: "ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების პროცესში საერთაშორისო გარანტორების ინსტიტუტი", "სამხრეთ ოსეთში 1989-1992 წლებში განვითარებული მოვლენების შეფასება", "სამხრეთ ოსეთის პილიტიკურ-სამართლებრივი სტატუსის კონცეფცია", "ქართულ-ოსური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სამოქმედო გეგმა". 2006 წლის ნოემბერში კენჭი იყარა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ალტერნატიულ არჩევნებში. კონფლიქტოლოგი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.221

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • არასამთავრობო ორგანიზაცია "იბერ-ირონი", თავმჯდომარე

გააზიარე: