The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე (დედოფალი)

დაბადების თარიღი:10??
გარდაცვ. თარიღი:10??
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

საქართველოს დედოფალი, ბაგრატ IV-ის პირველი მეუღლე, ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III-ის ძმისწული; 1029-1030წწ. საქართველოს ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირების მიზნით კონსტანტინოპოლს ეწვია ბაგრატ IV-ის დედა მარიამ დედოფალი; იმპერატორ რომანოზ III-მ "აფხაზთა და ქართველთა" სამეფოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა და საქართველო ბიზანტიის უფრო მეტად დასაახლოებლად ბაგრატ IV-ს თავისი ძმისწული ელენე შერთო ცოლად (საქართველოში იგი მარიამ დედოფალს გამოაყოლეს); ელენემ და ბაგრატ IV-მ ქორწილი ბანაში გადაიხადეს; ელენეს დიდხანს არ მოუწია საქართველოს დედოფლად ყოფნა, რადგან მალევე გარდაიცვალა; გადმოცემით მის სახელთანაა დაკავშირებული ოქონის სასწაულმოქმედი ხატის საქართველოში ჩამოტანა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.625


გააზიარე: