The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მანანა ბობოხიძე

მანანა ბობოხიძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:10 დეკემბერი, 2011  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ქ. თბილისი
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი, თბილისის  სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მონუმენტური ფერწერის ფაკულტეტი 1971 წელს.

 მ. ბობოხიძე XX საუკუნის ქართველ მხატვართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია. მისი ადრეული ნამუშევრები გამოირჩევა რომანტიული, ჩაფიქებული პერსონაჟებითა და მონასმის სისუფთავით. ხალხური მეტაფორული სახეები, ხატწერისათვის დამახასიათებელი მეოცნებე პერსონაჟები,  ოდნავ გადახრილი თავები, მაღალი ყელი, მოქმედების თამამი პოეტური მონტაჟი. პირველი პერსონალური გამოფენა თბილისში, საქართველოს ხელოვანთა სახლში 1973 წელს გაიმართა; შემდგომი გამოფენები: 1981 -  თბილისი, ეროვნული ბიბლიოთეკა; 1982 რუსთავი, ქიმიკოსთა სახლი; 1983 მოსკოვის, ხელოვნების მუშაკთა ცენტრალურ სახლსა და ლიტერატორთა ცენტრალურ სახლში; 1984 მოსკოვის მ. ერმოლოვას სახ. თეატრსა და სამხატვრო აკადემიური თეატრ МХАТ-ში; 1985 - კატუარი, კულტურის სახლი; 1985 - დუბნა, მეცნიერების სასახლე; 1985 - ზელინოგრადი, კულტურის სახლი; 1986 - მოსკოვი, ა. ტიმირიაზევის სახ. სოფლის მეურნეობის აკადემია; 1986 - ეკატერინბურგი, ურალმაში, კულტურის სახლი;  1986 -  მოსკოვი, გამომცემლობა "Правда"; 70-80 წლებში მ. ბობოხიძე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც გაიცნეს. მისი შემოქმედების შესახებ იწერებოდა სტატიები გერმანიის, პოლონეთის, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის ჟურნალებში. იგი უცხო ქვეყნების დელეგაციებს საკუთარ ნამუშევრებს საჩუქრად აძლევდა. ასე მოხვდა მისი ნახატები საფრანგეთის, რუსეთის, გერმანიის, ესპანეთის, აშშ-ს, შვეციის, რუმინეთის, უნგრეთის, ბულგარეთის, პოლონეთის, კორეის კერძო კოლექციებში. მისი ნამუშევრები დაცულია არაერთ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში: საქართველოს სახელმწიფო გალერეაში, თბილისში, საქართველოს კულტურის სამინისტროს ფონდში, ეკატერინბურგის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, მოსკოვის სამხატვრო აკადემიურ თეატრში, ჟურნალ "Советская женщина"-ს რედაქციაში(მოსკოვი), სსრკ-საფრანგეთის მეგობრობის საზოგადოების სახლში(პარიზი), სსრკ-პოლონეთის მეგობრობის საზოგადოების სახლში(ვარშავა). იგი ცნობილი ქართველი პოეტების კალე ბობოხიძისა და ვერა შუბლაძის ოჯახში დაიბადა. იყო ლადო გულიაშვილის ახლო მეგობარი, მუზა და მისი სამხატვრო ტრადიციების გამგრძელებელი. ფერმწერი, გრაფიკოსი, მხატვარი-მონუმენტალისტი. 2014 წელს ლემონ სტუდიოს მიერ გამოიცა მისი ფერწერული ნამუშევრების ალბომი: "მანანა ბობოხიძე = Manana Bobokhidze = Манана Бобохидзе."

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მხატვართა კავშირი, წევრი (1970-2011)
  • სსრ კავშირის მხატვართა კავშირი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2010 - გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია
  • 1987 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: