The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ალხანიშვილი

ზურაბ ალხანიშვილი
დაბადების თარიღი:4 მარტი, 1987  (37 წლის)
კატეგორია:ექიმი, მკვლევარი

ბიოგრაფია

დაამთავრა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესიული(ორთოპედიული) კოლეჯი 2005 წელს, 2009 წელს კი ამავე უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე მიენიჭა დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი სტომატოლოგიაში. 2010-2012წწ. გაიარა ბერგენის უნივერსიტეტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა "ჯანმრთელობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობითი განათლება". სამაგისტრო ნაშრომი(კვლევა) მოამზადა თემაზე "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების ხელმისაწვდომობა საქართველოში" და მიენიჭა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრის ხარისხი. 2014 წლიდან ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ამერიკის შეერთებული შტატების საუნივერსიტეტო კვლევის პროგრამის "კვლევის მეთოდები ჯანდაცვაში" მსმენელია, 2016 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი(MBA) ჯანდაცვის მენეჯმენტში. 2016 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტია კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს სასერტიფიკატო კურსები ჯანდაცვის პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულებით და პრაქტიკული კურსები უნგრეთში, სამელვეის უნივერსიტეტში და ეგვიპტეში, ალექსანდრიის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მუშაობდა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში, ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამებში და პროფესიულ საზოგადოებებში. 2014 წლიდან სტომატოლოგიის ცენტრ "ალბიუსის" მენეჯერი და WORLD VISION INTERNATIONAL-ის ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ტრენერია, 2006 წლიდან ეწევა პუბლიცისტურ საქმიანობას. 2015 წლიდან ხელმძღვანელობს "ალბიუსის" სტომატოლოგიური კლინიკების მართვის სკოლას; 2016 წლიდან - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-ფასილიტატორი, 2017 წლიდან - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტაციის და ავტორიზაციის ექსპერტი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული ასამდე სამეცნიერო ღონისძიებაში, მათ შორის ლექციებით წარსდგა ლიტვის სტომატოლოგიური პალატის საერთაშორისო კონგრესზე "სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის"(მოხსენების თემა "სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები აუტისტური სპექტრის  მქონე ბავშვებში"); ქ. პრაღის(ჩეხეთი) ორთოდონტთა მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმზე მოხსენებით - "სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები აუტისტური სპექტრის და დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებში"; შეზღუდული შესაძლებლობებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაციის 23-ე საერთაშორისო კონგრესზე და სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის ასოციაციის 28-ე ყოველწლიურ შეხვედრზე ჩიკაგოში(აშშ) კვლევის პრეზენტაცია თემაზე: "განვითარების დარღვევების და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების მისაწვდომობა საქართველოში". 2018 წელს გამოსცა ახალი სახელმძღვანელო "რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში" (bit.ly/2N7A4iv).

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სამეცნიერო-კვლევით ცენტრ "რადიქსი", პრეზიდენტი (2009-2014)
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, ვიცე პრეზიდენტი (2014-)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სამსახური
    სტომატოლოგიის ცენტრი "ალბიუსი"
    ტელეფონი:0322400707

გააზიარე: