The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გავრილ თამამშევი

გავრილ თამამშევი
Legal name:გაბრიელ თამამშევი
Date of birth:18??
Date of death:18??
Burial location:ღვთისმშობლის სახელობის სომხური ეკლესიის დასავლეთ კედელი, თბილისი
Category:Businessmen

Biography

საქართველოში მცხოვრები სომეხი მეცენატი; I გილდიის ვაჭარი, კომერციული მრჩეველი, სტანისლავ III–ის ორდენის კავალერი; მისი სახსრებით აშენდა თბილისში ოპერის (სახაზინო) თეატრის პირველი შენობა, რომელსაც საძირკველი ჩაეყარა 1847 წლის 15 აპრილს; შენობის დაგეგმარების თავისებურება მშენებლობის პირობებით იყო ნაკარნახევი; მეფის ხაზინა უარს ამბობდა დაფინანსებაზე, ამიტომ კერძო პირს, გაბრიელ თამამშევს მიმართეს წინადადებით ჩაედო თანხა თეატრის მშენებლობაში, რის სანაცვლოდ შენობის დიდ ნაწილში სავაჭროები მოთავსდებოდა, ამასთან, მაღაზიები მის საკუთრებაში რჩებოდა, ხოლო თეატრი კი ქალაქს გადაეცემოდა; თამამშევი ეწეოდა ქველმოქმედებას, ეხმარებოდა ხელმოკლე ხელოვანებს, პედაგოგებს; მისი სახსრებით აშენდა აგრეთვე თბილისის თაღი, რომელიც აღმოსავლეთის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა; მან სიცოცხლეშივე თავისი ბიბლიოთეკა (41000 წიგნი) საჩუქრად გადასცა ქალაქს, რითაც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შექმნის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა; სომეხი მეცენატი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 192

Awards and Honors

  • სტავროპოლის საპატიო მოქალაქე
  • თბილისის საპატიო მოქალაქე

Share: