The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე (დედოფალი)

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:27 აპრილი, 1749
დაკრძალვის ადგილი:დონის მონასტერი, მოსკოვი
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სპარსეთი.

ქართლის დედოფალი, მეფე იესეს მეუღლე, ერეკლე I-ის ასული; 1691 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში; კახეთისა და ქართლის სამეფოთა კავშირის განმტკიცების მიზნით  იგი მეფე იესეზე დააქორწინეს 1715 წლის ოქტომბერში; ელენე იყო სამშობლოსა და უცხოეთში არსებულ ქართულ კულტურულ ძეგლთა დიდი ქომაგი და მზრუნველი; მან 1716 წელს წყალობის სიგელით სიონის ტაძარი გაათავისუფლა გადასახადისაგან, რომელსაც ეკლესია ქართლის დედოფალს უხდიდა; თავისი ფულადი შემოსავლის მეათედი მან დოდოს მონასტერს დაუნიშნა, ამასთან ამ კერის ტაძრებს საეკლეიო ინვენტარით, სამშენებლო მასალითა და ხელოსნებით დაეხმარა; მისი დაკვეთით მრავალი ხელნაწერი გადაინუსხა; ყურადღებას არ აკლებდა იერუსალიმში და სხვაგან არსებულ კულტურულ კერებს; 1718 წელს შეეძინა ვაჟი, თეიმურაზი(შემდეგ კათოლიკოსი ანტონ I) რომელსაც იგი სამეფოდ ამზადებდა; ამ განზრახვის შესასრულებლად მონაზვნად შემდგარი ელენე ვაჟთან ერთად რუსეთში გაემგზავრა; 1738 წელს ასტრახანში ჩავიდა, მაგრამ აქედან მოსკოვში ჩასვლა გაჭიანურდა და თეიმურაზი სამშობლოში დაბრუნდა, ელენემ კი მოსკოვში ჩასვლა მაინც მოახერხა, სადაც 1739 წლიდან მამიდაშვილის დარეჯან ბატონიშვილის (არჩილ II-ის ასული) სახლში ცხოვრობდა; მალე რუსეთის იმპერატორის ბრძანებით მას საცხოვრებლად მიუჩინეს ნოვოდევიჩის მონასტერი; აქ შეიტყო იმერეთში გადასული თეუმურაზის ბერად აღკვეცის ამბავი, რამაც ძლიერ დაამწუხრა; ანტონ I-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდეგ ელენემ გამოუგზავნა საკუთარი ხელით  მოქსოვილი და მორთული ძვირადღირებული საპატრიარქო ქუდი; იგი რუსეთიდანაც არ აკლებდა მზრუნველობას დავითგარეჯსა და კულტურის სხვა ცენტრებს; 1745 წელს ანტონ I-მა მოსკოვს წარგზავნა ბერი ზენონი და გიორგი ბატონიშვილს (ვახტანგ VI-ის ძე) სთხოვა დახმარება დედის სამშობლოში გამოსამგზავრებლად; მისი დაბრუნება არ მოხერხდა, რადგან მალევე გარდაიცვალა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.625


გააზიარე: