Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე (დედოფალი)![]()
Biographyდაბადების ადგილი: სპარსეთი. ქართლის დედოფალი, მეფე იესეს მეუღლე, ერეკლე I-ის ასული; 1691 წლიდან ცხოვრობდა საქართველოში; კახეთისა და ქართლის სამეფოთა კავშირის განმტკიცების მიზნით იგი მეფე იესეზე დააქორწინეს 1715 წლის ოქტომბერში; ელენე იყო სამშობლოსა და უცხოეთში არსებულ ქართულ კულტურულ ძეგლთა დიდი ქომაგი და მზრუნველი; მან 1716 წელს წყალობის სიგელით სიონის ტაძარი გაათავისუფლა გადასახადისაგან, რომელსაც ეკლესია ქართლის დედოფალს უხდიდა; თავისი ფულადი შემოსავლის მეათედი მან დოდოს მონასტერს დაუნიშნა, ამასთან ამ კერის ტაძრებს საეკლეიო ინვენტარით, სამშენებლო მასალითა და ხელოსნებით დაეხმარა; მისი დაკვეთით მრავალი ხელნაწერი გადაინუსხა; ყურადღებას არ აკლებდა იერუსალიმში და სხვაგან არსებულ კულტურულ კერებს; 1718 წელს შეეძინა ვაჟი, თეიმურაზი(შემდეგ კათოლიკოსი ანტონ I) რომელსაც იგი სამეფოდ ამზადებდა; ამ განზრახვის შესასრულებლად მონაზვნად შემდგარი ელენე ვაჟთან ერთად რუსეთში გაემგზავრა; 1738 წელს ასტრახანში ჩავიდა, მაგრამ აქედან მოსკოვში ჩასვლა გაჭიანურდა და თეიმურაზი სამშობლოში დაბრუნდა, ელენემ კი მოსკოვში ჩასვლა მაინც მოახერხა, სადაც 1739 წლიდან მამიდაშვილის დარეჯან ბატონიშვილის (არჩილ II-ის ასული) სახლში ცხოვრობდა; მალე რუსეთის იმპერატორის ბრძანებით მას საცხოვრებლად მიუჩინეს ნოვოდევიჩის მონასტერი; აქ შეიტყო იმერეთში გადასული თეუმურაზის ბერად აღკვეცის ამბავი, რამაც ძლიერ დაამწუხრა; ანტონ I-ის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევის შემდეგ ელენემ გამოუგზავნა საკუთარი ხელით მოქსოვილი და მორთული ძვირადღირებული საპატრიარქო ქუდი; იგი რუსეთიდანაც არ აკლებდა მზრუნველობას დავითგარეჯსა და კულტურის სხვა ცენტრებს; 1745 წელს ანტონ I-მა მოსკოვს წარგზავნა ბერი ზენონი და გიორგი ბატონიშვილს (ვახტანგ VI-ის ძე) სთხოვა დახმარება დედის სამშობლოში გამოსამგზავრებლად; მისი დაბრუნება არ მოხერხდა, რადგან მალევე გარდაიცვალა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.625
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |