The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე ბატონიშვილი

დაბადების თარიღი:1753
გარდაცვ. თარიღი:1786  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ერეკლე II-ისა და დარეჯან დედოფლის უფროსი ასული; ცოლად გაჰყვა იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძმას არჩილს, რომლისაგანც შეეძინა სამი შვილი ბარბარე, მარიამი და არჩილი (შემდეგში იმერეთის მეფე სოლომონ II); მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მისთხოვდა ქართლ-კახეთის სამეფოს ცნობილ პოლიტიკოსს და სამხედრო მოღვაწეს ზაქარია თამაზის ძე ანდრონიკაშვილს, რომლისგანაც შეეძინა ქალიშვილი ხორეშანი (შემდეგში ზურაბ ორბელიანის მეუღლე და გრიგოლ ორბელიანის დედა).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.625


გააზიარე: