შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არსენ ელერდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზკური კულტურის ინსტიტუტი 1965 წელს. 1965-1996წწ. მუშაობდა სპორტის აკადემიაში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე; 1997-2006წწ. იყო ანატომიის კათედრის გამგე; 2007-2009წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადამიანის ანატომიის დეპარტამენტის კონტრაქტით მოწვეული პროფესორი; მან შეიწავლა ადამიანის ტერფის აქტიური აპარატის ევოლუციის ზოგიერთი საკითხი და მისი მორფოფუნქციური ცვლილებების დინამიკა სპორტის სპეციალური სახეების გავლენით; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1995), პროფესორი (1999). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.626 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |