The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლია ელიავა

ლია ელიავა
დაბადების თარიღი:28 მაისი, 1934
გარდაცვ. თარიღი:8 ოქტომბერი, 1998  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ა. ლუნაჩარსკის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1955 წელს.

1956 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის " მსახიობი; 1986-1991წწ. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის გამგეობის მდივანი; მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნინო ("ჩრდილი გზაზე", 1956), მზისა და მთვარისა ("ბაში-აჩუკი" 1957), ქეთო ("ქალის ტვირთი", 1957), ზეინაბი("მამლუქი", 1958), ნანი ("განაჩენი", 1959), ირმა ("ჭიაკოკონა", 1961), ლეილა ("ზღვის შვილები", 1964), ქეთო ("მე ვხედავ მზეს", 1965), ნატო ("მალე გაზაფხული მოვა", 1967), თიკო ორბელიანი ("დათა თუთაშხია", 1978), ანა გრუზინსკაია ("ბაგრატიონი", 1985), რუსუდანი ("ორომტრიალი", 1986); კინომსახიობი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.642; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1960 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: