შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა ელიავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხობი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1962 წელს; კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1969 წელს. 1970 წლიდან იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" რეჟისორი; 1999 წლიდან ცხოვრობს ფინეთში; გადაღებული აქვს ფილმები: "ბზიანეთი" (1969), "ეპისკოპოსი ნადირობაზე" (1971); "მშვენიერი კოსტიუმი" (1973), "ფერმა მთაში" (1974), "სინემა" (1977); ავტორია წიგნებისა: "სიზმრად ნანახი ფილმები" (თბილისი, 2004), "კინო უეკრანოდ" (თბილისი, 2011); მიღებული აქვს ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ოქროს მედალი (1979). კინორეჟისორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.642; ეროვნული ფილმოგრაფია: geocinema.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |