The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ელიაშვილი

არჩილ ელიაშვილი
დაბადების თარიღი:25 ივლისი, 1904
გარდაცვ. თარიღი:16 დეკემბერი, 1971  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა გრენობლის (საფრანგეთი) პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1927 წელს.

1956 წელს მისი ინიციატივით დაარსდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტი (შემდგომში ა. ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტი), რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე; მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა ფოთისა და მისი მიდამოების ელექტრიფიკაცია; მონაწილეობდა საქართველოს ენერგოსისტემის პირველი კვანძებისა და უბნების დაპროექტებაში; მისი თაოსნობით დაიწყო და გაიშალა საქართველოში პირველი სამუშაოები მათემატიკური ლინგვისტიკისა და ავტომატური თარგმნის დარგში; მონაწილეობდა "ტექნიკური ტერმინოლოგიის"  შედგენაში; მეცნიერი ელექტროტექნიკის დარგში, საქართველოში ავტომატიკის მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.643

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია

გააზიარე: