| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ივანე ელიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1884 წელს; ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველი ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ (1889) გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე და დაამთავრა 1897 წელს. საქართველოში დაბრუნებულმა ზაქათალის ოლქის სოფელ კახის ექიმად დაიწყო მოღვაწეობა. ამ დროს აქვეყნებს პირველ მედიკო-ტოპოგრაფიულ წიგნს "ზაქათალის ოლქის მედიკო-ტოპოგრაფიული აღწერა" (1904, რუსულად); 1897-1914 წლებში ბაქოში დაიწყო ექიმად მუშაობა; 1921-1929 წლებში საქართველოსა ჯანსახკომის სტატისტიკური განყოფილების უფროსია; 1926 წელს პარალელურად განაგებდა მის მიერ პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაარსებულ სოციალური ჰიგიენის კათედრას; ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას; 1888 წლიდან მისი მეცნიერული, პოპულარული, ლიტარატურული, ნოველისტური, პუბლიცისტური ნაწერები და საბავშვო მოთხრობები იბეჭდებოდა საქართველოს პრესაში ("ივერია", "მოამბე", "ჯეჯილი", "ნაკადული" და სხვა). შემდეგში ეს მოთხრობები ერთ წიგნად შეკრული გამოვიდა სათაურით "სამშობლო ბუნების სარკე" (1911); იყო აკაკის მკურნალი, მეცენატი და მეგობარი, აკაკის ანდერძის პოეტის ნების აღმსრულებელი. წვლილი მიუძღვის მისი ლიტერატურული მემკვიდრეობის აღნუსხვა-მოწესრიგებაში; ცნობილი ექიმი-თერაპევტი, ჰიგიენისტი, ჯანდაცვის ორგანიზატორი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.644; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.41; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.264 Member of Organizations
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

