The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლეონტი ელიაშვილი

ლეონტი ელიაშვილი
Date of birth:17 June, 1893
Date of death:20 August, 1958  (at 65 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გელათი, ტყიბულის რაიონი.

დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1920 წელს.

1943-1958წწ. განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის მეანობა-გინეკოლოგიის კათედრას; მისი თაოსნობით გაიხსნა პირველი სამკურნალო სამშობიარო სახლები საქართველოში, 1937 წელს 2 სამშობიარო სახლი თბილისში, შეიქმნა ქალთა კონსულტაციები; იკვლევდა საკვერცხეების მორფოლოგიასა და ფუნქციას საშვილოსნოს ამოკვეთის შემდეგ, ნიკოტინის გავლენას ქალის სასქესო სფეროზე, ქალის სასქესო ჯირკვლების ინკრეტულ ფუნქციას, საქართველოში სამეანო-გინეკოლოგიის დახმარების განვითარების საკითხებს; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; მეან-გინეკოლოგი, ჯანდაცვის ორგანიზატორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1930), პროფესორი (1936).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.644

Member of Organizations

  • თბილისის მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1955-1958)

Awards and Honors

  • 1957 - საქართველოს მედიცინის დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: