Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელენე თარხნიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა წმინდა ნინოს სასწავლებელი 1897 წელს (ოქროს ჯვრით). ვოკალურ ხელოვნებას ეუფლებოდა: თბილისში, პედაგოგი ი. რატილი, 1905–1907წწ. სანქტ–პეტერბურგში, პედაგოგი კ. ფან–დარკი (ფორტეპიანო); 1908 წელს გაემგზავრა იტალიაში, სადაც ვოკალურ ხელოვნებას სრულყოფდა პედაგოგ ე. დოტის ხელმძღვანელობით; 1910 წელს დოტის მეგობარმა, კომპოზიტორმა პიეტრო მასკანიმ ელენე თარხნიშვილი მიიწვია აშშ–ში თავის ოპერაში "სოფლის პატიოსნება" მთავარი პარტიის შესასრულებლად; 1911 წლიდან გამოდიოდა იტალიისა და ევროპის სხვადასხვა საოპერო სცენაზე; მისი მეუღლე იყო ცნობილი საოპერო მომღერალი (ტენორი) და დირიჟორი დე ვიტა; ელენე თრხნიშვილი იტალიაში მეუღლის გვარით მოღვაწეობდა; მილანში დააარსა სალონი (1953 წლამდე იარსება), სადაც იკრიბებოდნენ ხელოვანები, საუკუნის წარმომადგენლები: პ. მასკანი, ე. კარუზო, ტ. რუფფა, ფ. შალიაპინი, იტალიაში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები: ვ. სარაჯიშვილი, დ. აკოფაშვილი, ს. ინაშვილი, მ. ნანობაშვილი (მ. დარიალი), ვ. ქაშაკაშვილი; 1923 წლამდე მღეროდა მილანის თეატრ "Teatro Carcano"–ში; 1924 წელს მილანში გახსნა ვოკალური სკოლა (1956 წელს დაიხურა); მან მრავალი წარმატებული ვოკალისტი აღზარდა; 1911–1912წწ. გაიმართა მისი გასტროლები თბილისის საოპერო სცენაზე ("ტრავიატა", "რიგოლეტო", "ბოჰემა"); კონცერტებს მართავდა: ქუთაისი, ბაქო, პეტერბურგი; 1911 წელს გასტროლები გამართა საფრანგეთსა და აშშ–ში; საქართველოში აღარ დაბრუნებულა; საოპერო მომღერლი, კოლორატურული სოპრანო. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 194
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |