The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრა რულოვსი

სანდრა რულოვსი
ოფიციალური სახელი:სანდრა-ელისაბედ რულოვსი
დაბადების თარიღი:23 დეკემბერი, 1968  (55 წლის)
კატეგორია:ენათმეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ტერნეუზენი, ნიდერლანდები.

დაამთავრა ბრიუსელის(ბელგია) თარჯიმანთა და მთარგმნელთა სახელმწიფო ეკონომიკური ინსტიტუტი ფრანგული და გერმანული ენების სპეციალობით 1991 წელს; სტრასბურგის(საფრანგეთი) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი.

1996 წლიდან მუშაობდა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტად და ნიდერლანდების საპატიო კონსულის თანაშემწედ, 1997 წლიდან კი ჰოლანდიის რადიოს კორესპონდენტად; 1998 წელს დააარსა საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი SOCO; 1999-2003წწ. კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ენების კათედრაზე; 2005 წელს ჰოლანდიურ ენაზე გამოიცა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი "საქართველოს პირველი ლედი-იდეალისტის ნაამბობი", რომელიც იმავე წელს ითარგმნა ქართულად, ხოლო 2006 წელს - უკრაინულად; 2004 წლიდან სათავეში უდგას საქართველოში შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტების საკოორდინაციო საბჭოს; 2005 წლიდან არის საერთაშორისო მოძრაობის-"შევაჩეროთ ტუბერკულოზი" ელჩი და გაეროს მოსახლეობის ფონდის(UNFPA) კეთილი ნების ელჩი. 2007 წელს  დააფუძნა პირველი კლასიკური მუსიკის რადიოსადგური "მუზა". ლინგვისტი.

წყარო: თავისუფლების დღიურები, 2006 : რადიო "თავისუფლების" პროექტი. - თბ.,.- 2007. გვ.299

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: