The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ თარხნიშვილი-კვალიაშვილი

ოფიციალური სახელი:თამარ თარხნიშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1911
გარდაცვ. თარიღი:14 სექტემბერი, 1984  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კავთისხევი, კასპის რაიონი.

1928 წელს ჩაირიცხა თბილისის კონსერვატორიაში(ვოკალური); ასრულებდა ცალფა სიმღერებს; მღეროდა დედის, მარო თარხნიშვილის გუნდში; მღეროდა ქართლ-კახური სიმღერების გუნდში; 1951 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს ცენტრალური ფოსტის გუნდს, შემდეგ კი გუნდს გორში, კასპში, ლენინგორში; მრავალი სიმღერის ავტორი; განსაკუთრებით პოპულარული იყო ი. აბაშიძის ლექსზე "სიმღერა კაპიტან ბუხაიძეზე"; ლოტბარი, მომღერალი(სოპრანო), ფანდურის ვირტუოზული დამკვრელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 195

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: