The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როსტომ აბრამიშვილი

როსტომ აბრამიშვილი
დაბადების თარიღი:1925
გარდაცვ. თარიღი:1996  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:არქეოლოგი

ბიოგრაფია

იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შექმნის ერთ–ერთი ინიციატორი; 1977 წლიდან ამავე დაწესებულების გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიის განყოფილების გამგე; 1988 წელს დააარსა თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი; 1969 წლიდან დაიწყო თბილისისა და მისი შემოგარენის სისტემური არქეოლოგიის შესწავლა; თბილისში გათხარა და შეისწავლა ბრინჯაო–რკინის ხანის ძეგლები; შეიმუშავა საქართველოს და კავკასიის გვიანდელი ბრინჯაოს და რკინის ხანის ქრონოლოგია, მუშაობდა რკინის მეტალურგიის ისტორიის საკითხებზე; იყო არქეოლოგიური გამოფენების მოწყობის ერთ–ერთი ინიციატორი და მონაწილე: 1961 წელს აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, 1988 წელს თბილისის არქეოლოგიის მუზეუმში, 1995 წელს საქართველოს არქეოლოგიური გამოფენისა გერმანიაში. არქეოლოგი, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბრინჯაოსა და რკინის ხანის სპეციალისტი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ. 265

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის არქეოლოგიური ძეგლთა დაცვა-შესწავლის საკოორდინაციო საბჭო, ხელმძღვანელი

გააზიარე: