Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
როსტომ აბრამიშვილი![]()
Biographyიყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შექმნის ერთ–ერთი ინიციატორი; 1977 წლიდან ამავე დაწესებულების გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანის არქეოლოგიის განყოფილების გამგე; 1988 წელს დააარსა თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი; 1969 წლიდან დაიწყო თბილისისა და მისი შემოგარენის სისტემური არქეოლოგიის შესწავლა; თბილისში გათხარა და შეისწავლა ბრინჯაო–რკინის ხანის ძეგლები; შეიმუშავა საქართველოს და კავკასიის გვიანდელი ბრინჯაოს და რკინის ხანის ქრონოლოგია, მუშაობდა რკინის მეტალურგიის ისტორიის საკითხებზე; იყო არქეოლოგიური გამოფენების მოწყობის ერთ–ერთი ინიციატორი და მონაწილე: 1961 წელს აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, 1988 წელს თბილისის არქეოლოგიის მუზეუმში, 1995 წელს საქართველოს არქეოლოგიური გამოფენისა გერმანიაში. არქეოლოგი, კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ბრინჯაოსა და რკინის ხანის სპეციალისტი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ. 265 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |