The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით აბულაძე

დავით აბულაძე
დაბადების თარიღი:11 თებერვალი, 1959  (65 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჩხარი, თერჯოლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1982 წელს.

ნამუშევრები: კერძო ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები: 1988 წელს ვ. ორბელიანის, 1989 წელს ლვოვის, 1996 წელს ფასანაურის ქუჩებზე; 1987 ელს კაფე–ბარი "გეა"; ინდივიდუალური მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები; 1996 წელს ფასანაურის, ხოშტარიას ქუჩებზე,  1997 წელს ი. ჭავჭავაძის პროსპექტზე, 2000 წელს ბ. ბელინსკის და ა. რაზმაძის ქუჩებზე; 1994 წელს დააფუძნა ქართული არქიტექტურული ჟურნალი "არქიტექტურა და დიზაინი"; 1995 წელს პირველი ქართული არქიტექტურული გაზეთი "ჩემი სახლი". 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ. 266

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირი, თავმჯდომარე (2000-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - წლის საუკეთესო არქიტექტურული ნაწარმოები
    ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი მუხრანში

გააზიარე: