The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ თურმანიძე

თამაზ თურმანიძე
დაბადების თარიღი:4 სექტემბერი, 1932  (91 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მეხილეობა-მევენახეობის ფაკულტეტი 1957 წელს. 1957-1961წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი.

1961-1974წწ. ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1974-1983წწ. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი; 1984-1989წწ. სსრკ მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტთან არსებული საერთაშორისო პროექტების ცენტრის თანამშრომელი; 1989-1991წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1991-2000წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აგროეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2000 წლიდან ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ავტორია 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 5 მონოგრაფიისა. არის ერთი გამოგონების თანაავტორი, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის აგრომეტეოროლოგიური კომისიის წევრი. იკვლევს ბუნებრივ გარემოზე აგროსამრეწველო კომპლექსის ზემოქმედების მონიტორინგის ორგანიზაციის პრობლემებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. აგროეკოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ვაზის ფესვთა სისტემის რეგენერაცია ქლოროზის გამოვლინების პირობებში", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კლიმატი და ვაზის მოსავლიანობა", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ. 269; საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.127; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.137

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ორგანული მიწათმოქმედების საერთაშორისო ფედერაცია, წევრი
  • საქართველოს აგროეკოლოგიური საზოგადოება, პრეზიდენტი (1991-)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1992-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1982 - ხალხთა მეგობრობის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: