The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ ელიზბარაშვილი

დაბადების თარიღი:3 ოქტომბერი, 1930
გარდაცვ. თარიღი:30 მაისი, 2013  (82 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1960 წელს.

1960-1976წწ. იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ეკონომიკის განყოფილების გამგე; 1976-2006წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ეკონომიკური კიბერნეტიკის კათედრის გამგე; 2006 წლიდან პროფესორ-კონსულტანტია; მისი სამეცნიერ შრომები ეხება სოფლის-მეურნეობის წარმოების მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ეკონომიკურ-ორგანიზაციულ პრობლემებს, საწარმოო და ეკონომიკურ სიტუაციათა ოპტიმიზაციის საკითხებს; აგრარიკოს-ეკონომისტი; ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1986).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.645; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.119

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს აგროსამრეწველო კომპლექსის დარგებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: