The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მელორ ელიზბარაშვილი

მელორ ელიზბარაშვილი
დაბადების თარიღი:13 ნოემბერი, 1939  (84 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1964 წელს.

მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რადიოტექნიკის კათედრაზე; 1965-1980წწ. ლენინგრადის მეტროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის ფილიალში; 1980 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რადიოტექნიკის კათედრაზე; იკვლევს უწყვეტი ერთ და მრავალგანზომილებიანი სიგნალების ორთოგონალური გაშლის ოპერატორების გამოთვლითი მდგრადობის საკითხებს. კავშირგაბმულობის სისტემების ინჟინერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2001).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.645; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.188

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: