The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ ქსნის ერისთავი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1662
დაკრძალვის ადგილი:იკორთის ტაძარი(ერისთავების საგვარეულო მონასტერი), ცხინვალის მუნიციპალიტეტი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი, წმინდანი

ბიოგრაფია

იყო კახეთის აჯანყების(1660) ერთ-ერთი მეთაური; აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ელიზბარი ბ. ჩოლოყაშვილი და შალვა ქსნის-ერისთავი შაჰს ეახლნენ, ქვეყნისათვის მტრის ახალი შემოსევის თავიდან ასაცილებლად; შაჰმა ისინი განჯის ხანს გადასცა; განჯის ხანმა კი იმ თურქმანულ ტომებს, რომლებიც აჯანყების დროს ამოწყვიტეს; თურქმანებმა ქართველი გმირები წამებით მოკლეს; რამდენიმე ხნის შემდეგ ელიზბარ ქსნის-ერისთავი საქართველოში ჩამოასვენეს; ქართულმა ეკლესიამ იგი, ისევე როგორც აჯანყების სხვა წამებული გმირები, წმინდანად შერაცხა; წმინდა მოწამეთა ბიძინა ჩოლოყაშვილის, ელიზბარ და შალვა ქსნის-ერისთავების ხსენების დღეა 18 სექტემბერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.646


გააზიარე: