The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ელიოზიშვილი

სხვა სახელი:იოსებ ელიოზოვი
მაღალდაძე  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:1879
კატეგორია:დრამატურგი, მსახიობი, მწერალი

ბიოგრაფია

გიორგი ერისთავის თეატრის მსახიობი თეატრის დაარსების დღიდან დახურვამდე; შემდეგ მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში; 1867 წელს მაღალდაძის ფსევდონიმით ითამაშა ზ. ანტონოვის "ტივით მოგზაურობა ლიტერატორთა"; აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ "ცისკართან", სადაც 1869 წლიდან გამოაქვეყნა კომედია - "ჩემი ქმარი სხვას ირთავს", მოთხრობები  - "კუკიის ძველი და ახალი მდგომარეობა", "აი, დედაკაცი" და სხვ.; განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მისი დამუშავებული "ეთერიანი - მოთხრობა აბესალომ და ეთერისა (ცოლ-ქმართ ტრფობის სურათი)", რომელიც 6-ჯერ დაიბეჭდა ცალკე წიგნად (პირველად 1869 წელს, უკანასკნელად 1914 წელს).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.647; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.45


გააზიარე: