The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვიქტორ ამბარცუმიანი

ვიქტორ ამბარცუმიანი
დაბადების თარიღი:18 სექტემბერი, 1908
გარდაცვ. თარიღი:12 აგვისტო, 1996  (87 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:იურაკანი, სომხეთი
კატეგორია:ასტრონომი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის უნივერსიტეტი 1928 წელს.

მისი გამოკვლევები ეხება ვარსკვლავთა დინამიკას, თეორიულ ასტროფიზიკას, ჩვენი გალაქტიკისა და გარეგალაქტიკების ასტრონომიულ პრობლემებს. გამოიკვლია, რომ სინათლის ვარსკვლავთშორისი შთანთქმა გამოწვეულია ცალკეული ბნელი ნისლეულებით. აღმოაჩინა გალაქტიკაში ახალი ტიპის ვარსკვლავთა სისტემები – ვარსკვლავთა ასოციაციები და სხვა. 1946–1988წწ. იყო ბიურაკანის (სომხეთი) ასტროფიზიკის ობსერვატორიის დამაარსებელი და მისი დირექტორი; 1961–1964წწ. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის პრეზიდენტი. ასტროფიზიკოსი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.286; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names .- თბ., 2014.-გვ.15

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საპატიო აკადემიკოსი
  • სსრკ მეცნიერებათა აკადემია, წევრ კორესპონდენტი (1939-)
  • უცხოეთის მრავალი მეცნიერებათა აკადემია და სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1978 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1968 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1968 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1950 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1946 - სსრკ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: