შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ელისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ოლოვიანაია, ჩიტას ოლქი, რუსეთი. დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1970 წელს. 1983-1989წწ. მუშაობდა ს. დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად; 1989 წლიდან ამავე ინსტიტუტის მცენარეული სუბსტრატების ბიოკონვერსიის ლაბორატორიის ხელმძღვანელია; მისი კვლევის ძირითადი მიმართულებაა: უმაღლესი ბაზიდიომიცეტების ფიზიოლოგია, ბიოქიმია, ბიოტექნოლოგია; ლიგნოცელულაზური ფერმენტების ბიოსინთეზი; ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების წარმოქმნა მცენარეული ნედლეულის ბიოკონვერსიის გზით; იაფი კონკურენტუნარიანი ტექნოლოგიების შემუშავება; ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1993), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.648
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |