შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იზოლდა ელისაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა კოტე მარჯანიშვილის თეატრალური სტუდია 1949 წელს. 1950 წლიდან თბილისის მოზარდ-მაყურებელთა ქართული თეარტის მსახიობია; შესრულებული აქვს 60-მდე როლი, რომელთაგან აღსანიშნავია: ნიკო (გ. ბერძენიშვილის "ბედნიერებისაკენ"), კუწო (გ. ნახუცრიშვილის "კომბლე"), ეტიენი (ც. სოლოდარის "მარსელელი ბიჭები"), წითელქუდა (ე. შვარცის "წითელქუდა") ვოვკა (ს. მიხალკოვის "სომბრერო"), პეტია (მ. შატროვის "რევოლუციის სახელით"), პეტკა (ი. დიკის "პეტკა კოსმოსში"), ჯიმი (რ. სტივენსონის "განძთა კუნძული"); ძირითადად ასრულებდა პატარა ბიჭებისა და გოგონების როლებს. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.5 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |