Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არზაყან ემუხვარი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჩხორთოლი, ახლანდელი გალის მუნიციპალიტეტი. სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე; წარმოშობით აფხაზ თავადთა ოჯახიდან; ადრე დაობლებული აღიზარდა ძიძის ოჯახში; პირველდაწყებითი განათლება სოფელ ოქუმში მიიღო, სწავლა განაგრძო თავდაპირველად ახალსენაკის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1902 წელს დაამთავრა; სწავლის პერიოდში ქრისტიანობის გამავრცელებელი საზოგადოების სტიპენდიანტი იყო; გადაწყვეტილი ქონდა რუსეთში სწავლის გაგრძელება, მაგრამ ვერ შეძლო; საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძვნების შემდეგ მას საშუალება მიეცა თავისი ნიჭი და ენერგია ქვეყნის სამსახურისათვის მოეხმარებინა; დიდ წინააღმდეგობას უწევდა ადგილობრივ შოვინისტებს, ბოლშევიკ რენეგატებს, რუსული და თურქული ინტერესების აქტიურ დამცველებს; 1919 წლის მარტში აფხაზეთში ჩატარდა სახალხო საბჭოს დემოკრატიული არჩევნები; 18 მარტს ახლად არჩეულმა საბჭომ იგი თავმჯდომარედ აირჩია; მალე იგი სათავეში ჩაუდგა აფხაზეთის მთავრობას, კერძოდ კომისარიატს; 1921 წელს საქართველოს ეროვნულ მთავრობასთან ერთად იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო; თავდაპირველად სტამბულში ცხოვრობდა, ბოლოს პრაღაში დაბინავდა, სადაც მცირერიცხოვან ქართველთა კოლონიას მეთაურობდა; 1939 წლის 8 მარტს იგი ეწვია ქართულ ემიგრაციას პარიზში, რათა უფრო ახლოს გასცნობოდა მათ მუშაობას, მაგრამ ავად გახდა და გარდაიცვალა; ემიგრაციაში მყოფს მიმოწერა ჰქონდა სამშობლოში დარჩენილ ოჯახთან - მეუღლე მარიამ ჩიკვაიძესა და შვილებთან: ვლადიმერსა(რომელიც, როგორც ჩანს, 1937 წელს ამ მიმოწერას ემსხვერპლა) და გიორგისთან(გივისთან); ამ წერილებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი იყო "აფხაზეთის დიდი მამულიშვილი და საქართველოს უსაზღვრო პატრიოტი". წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.659 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |