The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან თაყაიშვილი

დაბადების თარიღი:26 დეკემბერი, 1967  (56 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი 1987 წელს(თეორიული, საფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1987 წელს(თეორიული).

1993–1999წწ. იყო გ. რამიშვილის საავტორო N6 საშუალო სკოლის, 1998–2001წწ. წმინდა გიორგი სახელობის საერო სკოლის, 1992–2009წწ. თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი; 2007–2012წწ. მასწავლებელთა დახელოვნების რესპუბლიკური ინსტიტუტის მიწვეული ლექტორი; გუნდის მომღერლის პროფესიული სტანდარტის, მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების ავტორი; 2011 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების 60–კრედიტიანი პროგრამის ხელმძღვანელი; 2012 წლიდან ჟურნალ "მასწავლებელის" ექსპერტი; 2015 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ესთეტიკისა და ფიზიკური აღზრდის ჯგუფის ხელმძღვანელი. პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა – "მუსიკის სწავლების კონცეფცია ზოგადსაგანმანათლებლო რეფორმის კონტექსტში", დაიცვა 2006 წელს.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 199

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს კომპოზიტორთა კავშირი, წევრი

გააზიარე: