The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ ძაგანია

დაბადების თარიღი:1947  (77 წლის)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1970 წელს; ბუდაპეშტის სპეციალიზებული ბიზნესისა და მარკეტინგის უმაღლესი სკოლა 1990 წელს.

1980–1990წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; ამავე პერიოდში იყო სამეცნიერო–საწარმოო გაერთიანების "ა–ს" განყოფილების უფროსი; 1990–1991წწ. ამავე გაერთიანების გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1991–2000წწ. საცდელი ქარხნის დირექტორი; 2000 წლიდან "ა–ს" გენერალური დირექტორი. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, ორი მონოგრაფიის; მისი გამოგონებები დემონსტრირებული იყო საერთაშორისო გამოფენებსა და ბაზრობებზე, მათგან სამს მიღებული აქვს დიდი ოქროს მედალი;  ელექტრონული ტექნიკის ინჟინერი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.292

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1996-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - გერმანიის შრომის წარჩინებულის საპატიო წოდება
  • 1986 - ოქროს მედალი
    მდინარე შპრეეზე ავტომატიზებული სისტემების დანერგვისათვის(ბერლინი, გერმანია)

გააზიარე: