Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ციცინო თოდუა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა ქ. ქუთაისის მუსიკალური სასწავლებელი 1967 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1972 წელს (საფორტეპიანო). 1972 წლიდან იყო ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის საფორტეპიანო განყოფილების გამგე; 1973–1996წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ქუთაისის ფილიალის პედაგოგი (ფორტეპიანო), 1996 წლიდან დოცენტი, 2005 წლიდან პროფესორი, 2009 წლიდან ასოცირებული პროფესორი, 2009 წლიდან ქუთაისის მუსიკალური კოლეჯის პროფესორი; 1976–1981წწ. ქუთაისის N2 მუსიკალური სკოლის დირექტორი; 1989–1992წწ. მ. ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1993–1997წწ. იყო ქუთაისის მერის მრჩეველი კულტურის საკითხებში; 1997–2003წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მრჩეველი კულტურის საკითხებში; 1995 წლიდან საქართველოს მუსიკოსშემსრულებელთა I კონკურსის კონკურსგარეშე მონაწილეთა ჟიურის წევრი; ნ. გაბუნიას სახელობის პიანისტთა I (2001 წელი), II (2002 წელი), III (2006 წელი) ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრი; ქ. გიუმრის (სომხეთი) საერთაშორისო კონკურს–ფესტივალის "აღორძინება" ჟიურის წევრი (2011); ი. ს. ბახის ეროვნული კონკურსის ჟიურის წევრი (2015); აღზარდა მრავალი ლაურეატი მოწაფე; მიღებული აქვს საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქუთაისის მერიის, კულტურის სამსახურის სიგელები საუკეთესო პედაგოგიური მუშაობისვთის. პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 207; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.202 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |