The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისე თბილელი (ეპისკოპოსი, მიტროპოლიტი)

ოფიციალური სახელი:საგინაშვილი
დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი XVII საუკუნის I ნახევარსა და შუა წლებში; დაახლოებული იყო ქართლის მეფე როსტომთან(1632-1658) და დედოფალ მარიამთან; რუსი საეკლესიო მოღვაწის და რუსეთის ელჩობის წევრის არსენი სუხანოვის მოწმობით, იგი დედოფლის "სულიერი მამა" იყო; მან მეფე-დედოფლის დახმარებით შეძლო "ჟამთა ვითარებისაგან მოშლილი და დაქცეული" სიონის ეკლესიის განახლება; 1650 წლის 15 აპრილის შეწირულობის წიგნში აღნიშნულია: "ტფილელ მთავარეპისკოპოზი საგინაშვილი პატრონი ელისე, გუეაჯნა განახლებასა და მეორედ აღშენებასა ტაძრისა თქვენისასა..."; ელისე თბილელმა მეფეს სიონისათვის მუდმივი შემოსავალიც გააჩენინა; როსტომ მეფის ხსენებული საბუთის სპარსულ ნაწილში წერია:"გამოვიდა მაღალი ბრაძანებულება მასზე, რომ ქრისტიან დიდებულთა ბურჯის, ქალაქ თბილისში მდებარე სიონად წოდებული ეკლესიის ეპისკოპოზის თბილელისადმი მაღალი ყურადღების გამო, ხსენებული ეკლესიის საქმეების მოწესრიგების [მიზნით], ჩვენ, ქვემოთ ქართულად დაწერილ საფუძველზე განვუჩინეთ ჯიქის წლის ათთვეობის დასაწყისიდან ექვსი თავრიზული თუმანი, რაც ას ცალ ყურუშისაგან შედგება, [იმ] ქარვასლის იჯარიდან, რომელიც ჩვენ ხსენებულ ქალაქში ავაშენეთ, იმ ადგილის(ე. ი. სიონის ეკლესიის) გასამშვენიერებლად და სხვა საჭირო ხარჯებისათვის"; ეკლესიის გამშვენიერებისა და განძის გამრავლებისათვის ელისე თბილელი არც საკუთარ სახსრებს იშურებდა; თბილისის სიონისადმი მის 1634 წლის 5 ნოემბერს შეწირულობის წიგნში არაერთი ძვირფასი საეკლესიო ნივთია დასახელებული; ამას გარდა, მას ყმობიდან გამოუხსნია და სიონისათვის შეუწირავს ბარამაშვილი პატაი; მასვე მიეწერება 1657 წელს მცირე სამლოცველოს მიშენება სიონის ტაძრისათვის სამხრეთის მხრიდან; იგი იყო ცნობილი კალიგრაფი და გადამწერი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე; 1652 წელს მეფის დავალებით მოლაპარაკებას მართავდა არსენი სუხანოვთან რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობის პერსპექტივებზე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.648


გააზიარე: