The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ელისე (მიტროპოლიტი)

ელისე
Legal name:ელდარ ჯოხაძე
Date of birth:16 February, 1949
Date of death:16 March, 2015  (at 66 years)
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი შქმერი, ონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1976 წელს; სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში 1983 წლიდან.

1982 წლიდან იყო ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიის მნათე; 1983 წლის 19 ივნისს თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ ხელდასმულ იქნა დიაკვნად; იმავე წლის სექტემბერში - მღვდლად და დაინიშნა წალკის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესიის მღვდელმსახურად; 1996 წლის 14 მარტს იგი წმინდა სინოდის მიერ გამორჩეული იქნა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად და ებოძა არქიმანდრიტის ხარისხი; ამავე წლის 17 მარტს ეკურთხა ეპისკოპოსად; 2000 წლის 28 ნოემბერს ებოძა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2008 წლის 16 თებერვალს მიტროპოლიტის ხარისხი; პერიოდულად ღვთისმსახურებას აღავლენდა გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, სვეტიცხოვლის, ანანურის ღვთისმშობლის, დიდუბის ღვთისმშობლის, თბილისის წმინდა პანტელეიმონის, ანჩისხატის და მეტეხის ეკლესიებში; თბილისის ეკლესიებში მსახურობის დროს იგი ასრულებდა საქართველოს საპატრიარქოს სახლთუხუცესის მოვალეობას და ხელმძღვანელობდა ახალი ეკლესიების გახსნის განყოფილებას; იყო საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო სიწმინდეთა მოძიების და დაცვის განყოფილების თავმჯდომარე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. - თბ., 2012. - გვ.649


Share: