The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სერგო თორელი

ოფიციალური სახელი:სერგო ტორონჯაძე
დაბადების თარიღი:20 იანვარი, 1927  (98 წლის)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სამტრედია.

1947-1951წწ. სწავლობდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ვოკალური), პერიოდულად 1952-1962წწ. და 1958-1962წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი (ტენორი); 1957-1959წწ. ლენინგრადის კიროვის სახელობის ოპერის თეატრის სოლისტი; ქართული რეპერტუარი: ნიკო (მ. ბალანჩივაძე "დარეჯან ცბიერი"), კოტე (ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე"), მალხაზი (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), პუშკინი (დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი"), არსაკიძე (შ. მშველიძე "დიდოსტატის მარჯვენა"); სხვა რეპერტუარი: ალფრედი, ჰერცოგი (ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ფაუსტი (გუნო "ფაუსტი"), გრაფი ალმავივა (როსინი "სევილიელი დალაქი"), არლეკინი (ლეონკავალო "ჯამბაზები"), პირკენტონი (პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი"), ლენსკი (ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი"), ვლადიმირ იგორევიჩი (ბოროდინი "თავადი იგორი"), სინოდალი (რუბინშტეინი "დემონი"). 

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 209



გააზიარე: