შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თამარა თუმანოვა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სანტა-მონიკა, კალიფორნია (აშშ). გაიზარდა და ახალგაზრდობის წლები გაატარა პარიზში, სადაც სწავლობდა მუსიკალურ სკოლაში, პრეობრაჟენსკაიას საბალეტო სტუდიაში; 1929 წელს დებიუტი შედგა პარიზში "Evantail de Jeanne" საბალეტო სცენაზე; მოღვაწეობდა საბალეტო ჯგუფში "Baby Balerinas"; 1932 წელს ჯ. ბალანჩინმა დასში "Basil Ballet" - "Russes de monte Carlo" სპეციალურად მისთვის დადგა საბალეტო სპექტაკლი "Cotton", სადაც მიაკუთვნა გოგონას წამყვანი პარტია; მისთვის საბალეტო სპექტაკლებს დგამდნენ ჯორჯ ბალანჩინი, სერჟ ლიფარი, ლეონიდ მიასინი, ბრონისლავა ნიჟინსკაია, ვლადიმირ უხტომსკი, მიხეილ ფოკინი, ჯორჯ ზორიჩი, დევიდ ლიჩინი; 1939 წელს დასახლდა აშშ-ში, სადაც თანამშრომლობდა მონტე კარლოს საბალეტო დასებთან: "St. James theatre", "San Francisco Civil Balet", "New York City Ballet"; 1939 მონაწილეობა მიიღო ბროდვეის მიუზიკლში "Stars In Your Eyes"; ამავე დროს მონაწილეობდა მსოფლიო საგასტროლო ტურნეებში, წარმატებები ჰქონდა მსოფლიო ცნობილ საბალეტო სცენებზე - "American Ballet Theatre" (1944, 1945), "th Paris Opera Ballet" (1947, 1950), "De Cuevas Company" (1949), "ლა სკალა" (1951, 1952); აგრეთვე ლონდონის საბალეტო ხელოვნების ფესტივალზე(1952, 1954); იყო კინომსახიობი, გადაღებულია რეჟისორ ჟ. ტერნერის, ა. ხიჩკოკის, ბ. უაილდერის, ჯ. კელის, მ. ლაიზენის, ს. დონენის მხატვრულ კინოფილმებში; მისი პარტნიორები იყვნენ მსოფლიო კინოს ვარსკვლავები: გ. პეკი, პ. ნიუმენი; მონაწილეობდა კინოფილმ "Deys of Glory" (1944, პარტნიორობა გაუწია გრეგორი პეკს მის სადებიუტო როლში 1943 წელს); მას ამერიკული ბალეტის "შავ მარგალიტს" უწოდებდნენ. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 210
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |