The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ბააზოვი

დავით ბააზოვი
დაბადების თარიღი:1937  (87 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი სპეციალობით ბირთვული ფიზიკა 1960 წელს.

1992 წლიდან სეფარდ ებრაელთა მსოფლიო ფედერაციის საქართველოს განყოფილების ხელმძღვანელია; 2001 წლიდან არის რუპინის აკადემიური ცენტრის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორია. დ. ბააზოვის ინიციატივით საქართველოსა და ისრაელის მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირები იძენს ახალ მნიშვნელოვან მიმართულებებს. დ. ბააზოვი არის კოვენტრის ინგლისური უნივერსიტეტის ისრაელის განყოფილებისა და რუპინის აკადემიური ცენტრის საინჟინრო ფაკულტეტის პროფესორ 2003 წლის 12 მაისს თელ-ავივში ჩატარდა საეთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა საქართველოს ებრაელთა მსოფლიო კონგრესის (სემკ-ის) დაარსებას და ისრაელი სახელმწიფოს შექმნის 55 წლისთავს. ამ კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავჯდომარე იყო დ. ბააზოვი. გამოიცა კონფერენციაზე წაკითხული მოხსენებების კრებული. დ. ბააზოვი არის სემკ-ის თანათავჯდომარის მოადგილე, სემკ-ის მეცნიერთა კომისიის თავჯდომარე და საგნობრივი კომისიების ხელმძღვანელი. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(1988).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.319

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გაეროსთან არსებული ინფორმატიზაციის აკადემია, აკადემიკოსი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს საპატიო მოქალაქე

გააზიარე: