Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარგარიტა თუშმალიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1941 წელს (გრაფიკა). 1965-1975წწ. იყო "ელენე ახვლედიანის მხატვარ ქალთა ჯგუფის" წევრი; მუშაობდა წიგნის გრაფიკაში (რამდენიმე ათეული წიგნი), პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი, ექსლიბრისი; მუსიკალური თემატიკა: მუსიკალურ ღონისძიებათა, საპრემიერო დადგმების მხატვარული პლაკატები, აფიშები, ემბლემები, ქართველ მუსიკოსთა ექსლიბრისები (ა. ბალანჩივაძე, მ. დავითაშვილი, მ. დოიჯაშვილი, ჯ. კახიძე, ი. კეჭაყმაძე, ს. ნასიძე, რ. ქუთათელაძე, ს. ცინცაძე, გ. ყანჩელი, ასევე ჰ. ნეიგაუზი, ლ. რააბენი, ნ. ზეიფასი); მუსიკისმცოდნე რ. ქუთათელაძის პორტრეტი (1971, ფერწერა, 1980 გუაში) და სხვ. მხატვარი, გრაფიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 211
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |